საქართველო-მაშველი რგოლი რუსეთისთვის?! (კვლევა)

18.09.25 12:14
საქართველო-მაშველი რგოლი რუსეთისთვის?! (კვლევა)

  • ვის შემოაქვს საქართველოში რუსული არყის ხის ნედლეული?
  • როდის და როგორ დაარსდა პირველი ფანერის ქარხანა რუსთავში?
  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორ გავხდით ევროპაში არყის ხის ფანერის მსხვილი ექსპორტიორები?

ამის შესახებ კვლევას "აი ფაქტი" ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიებს; "პალატს" და "ციტადელს" ქვეყანაში არყის ხე შემოაქვთ, აქ ხდება მისი გადამუშავება, შემდეგ ფანერებს ეკვრება ეტიკეტი, რომ საქართველოშია წარმოებული და ევროკავშირის ქვეყნებში გადის. 

  • 2022 წლიდან რუსეთს ევროკავშირში ხის ნედლეულის შეტანა აკრძალული აქვს. 

კვლევის მიხედვით, 2 კომპანია "პალატი" და "ციტადელი" ირწმუნება, რომ არყის ხე მათ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ, თუმცა 2021 წლიდან მოყოლებული საქართველოში რუსეთიდან 45 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ნედლეული შემოვიდა. 

ევროპაში გატანილ ფანერებს რუსული ნედლეულით ვაწარმოებთ. 2021-2025 წლებში რუსეთიდან საქართველოში 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ნედლეული შემოვიდა. სხვა ქვეყნებიდან კი, დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის," - წერია კვლევაში. 

კვლევის ავტორი, "აი ფაქტის" ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძე  აცხადებს, რომ "აღნიშნული სქემით რუსეთს ნედლეულის გასაღებაში ვეხმარებით', რადგან რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია. 

საქართველოში არის კომპანია, რომელსაც შემოაქვს რუსული არყის ხის ნედლეული. ჩვენ ვეხმარებით რუსეთს ამ ნედლეულის გასაღებაში იმიტომ, რომ რუსეთს ფაქტობრივად ბაზარი ჩაეკეტა. ახლა ეს ნედლეული შემოდის საქართველოში, გადამუშავდება, ეს თხელი ფირფიტები, ე.წ. არყის ხის ფურცლები ეწებება ერთმანეთს და ხდება ფანერა, მერე ეძლევა მას ქართული წარმოება და როგორც ქართული პროდუქტი ისე მიდის ევროპაში..." - ამბობს ნანუკა ბრეგაძე. 

კვლევის კიდევ ერთი ავტორი, იუსიფი ამბობს, რომ საქართველომ ევროპაში 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე 29 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერა გაიტანა. 

არყის ხისგან დამზადებული ფანერის ექსპორტი ისტორიაში პირველად ზუსტად რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დავიწყეთ. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე გავიტანეთ 29 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არყის ხის ფანერა. 

ყველაზე დიდ მიმწოდებელ, ჩინეთსაც კი გადავუსწარით, რაც ძალიან საშიშია რადგან საქართველოში მრეწველობისთვის ვარგისი არყის ხე არ ხარობს და ამ პროცესში მონაწილეობს ორი კომპანია, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული..." - ამბობს აიდან იუსიფი. 

მსგავსი სიახლეები