“ბრძოლა ბოლომდე, ყველა რუსთაველზე“ - ლევან ჯობავა თბილისში დაბრუნდა
ლევან ჯობავა თბილისში დაბრუნდა- სამოქალაქო აქტივისტმა აეროპორტი, რომელიც მისი თანამოაზრეებით იყო გადავსებული, ცოტა ხნის წინ მშვიდად დატოვა.
“ბრძოლა ბოლომდე, ყველა რუსთაველზე“ - ეს იყო ლევან ჯობავას სათქმელი თბილისში დაბრუნების შემდეგ.
ამათგან მოლოდინები უნდა გქონდეს ყოველთვის უარესის, რაც შეეხება ხალხს, ყველას უდიდესი მადლობა, რადგან იმაზე დიდი ძალა, რასაც სოლიდარობა ჰქვია უბრალოდ არ არსებობს. კადრები ვნახემ არაფერი გამკვირვებია, რაც იმ კადრებში იყო. იქ ვიყავი. რაღაცნაირად სცადეს აგორება, რომ აი, ძალადობა, მინდა, ყველას ვუთხრა, ქუჩაში იარაღით სრულწლოვნები და არასრულწლოვნები იმიტომ დადიან, რომ აქვთ დაუსჯელობის სინდრომი, საფრთხეს წარმოადგენენ ნებისმიერი თქვენგანის შვილისთვის, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა. ამიტომ განსაკუთრებით მშობლებს გთხოვთ, რომ საფრთხე აღიქვათ პირად საფრთხედ, - თქვა ჯობავამ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ლევან ჯობავამ წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი არასრუწლოვან ტიტუშკას, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად ბესიკის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა, რადგან მისი იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა. პარალელურად, უწყებამ გამოძიება ახალი, ძალადობის მუხლით დაიწყო.