ვის ეკუთვნის "საშხაპე", სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და რა ამოიღეს ადგილიდან - ახალი დეტალები
საგამოძიებო მოქმედებები უნივერსიტეტის ქუჩაზე - სამრეცხაო "საშხაპედან", რომელიც არაოფიციალურად ძმებ დავით და გიორგი მიქაძეების ეკუთვნის, სამართალდამცავებმა ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები ამოიღეს.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ძალოვანებმა რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ რეგისტრირებული იარაღის ტყვიები წაიღეს, რომელიც, სავარაუდოდ, ამ შპს-ს მფლობელს ეკუთვნის.
ინფორმაცია ჟურნალისტებს გუშინ ძმები მიქაძეების ადვოკატმა მიაწოდა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა. გიორგი ყავლაშვილი უნივერსიტეტის ქუჩაძე დავით მიქაძის ცოთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ აღნიშნული "საშხაპე" მის ძმას ეკუთვნის.
"პირველებმა" გაარკვია, რომ დოკუმენტების მიხედვით, შპს-ს ოფიციალური 50%-იანი წილი პაატა შატბერაშვილს და თათია ჯაშს ეკუთვნით. ირკვევა ისიც, რომ შატბერაშვილის მანქანა გუშინ სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, თუმცა როგორც გიორგი ყავლაშვილმა თქვა, სამართალდამცავებმა იქ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს.
დღეს "პირველებმა" სამრეცხაო "საშხაპეს" წარმომადგენლებს დაუსვა კითხვა, როდის გამოჩნდა ბოლოს ტერიტორიაზე "საშხაპეს" მესაკუთრე, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას შატბერაშვილის მიმართ ან რატომ დაინტერესდნენ მისი მანქანის ჩხრეკით, თუმცა ადგილზე ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ არ იციან და არც იმას ამბობენ, როდის გამოჩნდა ტერიტორიაზე ბოლოს პაატა შატბერაშვილი, რომელიც როგორც გაირკვა, დავით მიქაძის ცოლის ძმაა.
რას ეძებდა პოლიცია "საშხაპეში", საგამოძიებო უწყებები არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა ჩხრეკა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკველელობის საქმეს, ამას დაზუსტებით ვერც დავით მიქაძის ადვოკატი ამბობს. გიორგი ყავლაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საგამოძიებო მოქმედებები დავით მიქაძის მეორე ბრალს უკავშირდებოდეს - საუბარია ადვოკატის საქმიანობაში მუქარით ხელის შეშლაზე.
- ცნობისთვის, გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი იყო, ამტკიცებს, რომ მას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ ჯერ შენიღბული დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე მიუგზვანა, შემდეგ კი ტელეფონზე თავად ესაუბრა და მკვლელობით დაუმუქრა. ლაშა მაისურაძესაც და დავით მიქაძესაც აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი.
კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოუღიათ, ამოიღეს ძირითადად ე.წ. ჩამწერები, დივიარები ვიდეო სათვალთვალო ჩანაწერების, შიდა რაც იყო. მაგის ამოღების ინტერესი ჰქონდათ და მაგიტომ იყო საგამოძიებო ორგანო მოსული. იყო კიდევ ტყვიები, რომელიც რეგისტრირებულ იარაღს ეკუთვნის. იარაღის მესაკუთრე ვინ არის, მე არ ვიცი. არის სავარაუდოდ, დავით მიქაძის მეუღლის ძმის. საგამოძიებო მოქმედებები რომ ჯანგველაძის საქმეს ეხებოდა ეს ზუსტად არ შემიძლია დაგიდასტუროთ, თუმცა შეიძლება იმ მეორე საქმესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს (ადვოკატის საქმიანობაში მუქარით ხელის შეშლა) შეიძლება ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე მოქმედება განხორციელდა, არ ვიცი. მანქანის ჩხრეკაც ჩატარდა და არც იქიდან ამორებულა არაფერი კანონსაწინააღმდეგო"- აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო "პირველებს" უდასტურებს, რომ საგამოძიებო მქოემდებები უნივერსიტეტის ქუჩაზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს ეხება, თუმცა რას ეხება, ამას არ ამბობს.