ჯანგველაძის მკვლელობის საქმის სკანდალური გაგრძელება: დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დავით მიქაძე მოკვლით დაემუქრა

16.09.25 17:05
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის სკანდალური გაგრძელება: დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დავით მიქაძე მოკვლით დაემუქრა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის სკანდალური გაგრძელება - "კანონიერი ქურდის" ძმის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი ოთარ ფარცხალაძის საძმოს ტეორორში ადანაშაულებს. გიორგი ბარდაველიძე ამტკიცებს, რომ მას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ (რომელიც საქართველოში არ იმყოფება, მისი ძმა გიორგი მიქაძე კი დაკავებულია) ჯერ შენიღბული დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე მიუგზვანა, შემდეგ კი ტელეფონზე თავად ესაუბრა და მკვლელობით დაუმუქრა.

მიზეზი, უფლებადამცველის მტკიცებით სანდრო წივწივაძის შეცვლილი ჩვენება გახდა, რომელმაც საგამოძიებო უწყებას რამდენიმე დღის წინ ციხეში დაუდასტურა, რომ "გლოკის" ტიპის იარაღი, რომლითაც "კანონირი ქურდის" ძმა მოკლეს, მისგან მიქაძეების გარემოცვამ წაიღო.

ადვოკატმა დაცვის წევრების წინააღმდეგ ჩვენება პოლიციას უკვე მისცა, ახლა დიღმის სამმართველოში გამოკითხვების სერია გრძელდება.

დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომლის დაცვასაც ადრე ვახორციელებდი და მითხრა, რომ ჩემთან საქმე ჰქონდა. მოვიდნენ ჩემთან, მას ახლდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც დაყოვნების შემდეგ ავტომანქანიდან შავი პირბადით, არ უკიტხავს სახელი და გვარი ჩემთვის და მეუბნება ასეთ რამეს - დათუნას უნდა შენთან საუბარი. რომ ვკითხე , ვინ დათუნას, მითხრა, რომ მიქაძეს, მაწვდის ერთ-ერთ ტელეფონს, მეუბნება რომ უსაფრთხოა, ვეუბნები, რომ გისმენთ, იქიდან ბოხი, ბლატნოი ხმით მეუბნება, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, ისმის ვიღაცა ადამიანის ხმაც - ეს უნდა დავბრიდოთ. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი.

რაც შეეხება უშუალოდ სანდრო წივწივაძის საკითხს, ერთი შემიძლია ვთქვა, აი სი მოცემულობა, რომელიც მანამდე იყო სანდრო წივწივაძესთან მიმართებაში, რომ უნდოდათ, რომ მკვლელობაში დახმარებსი კუთხით წაეყენებინათ ბრალი და თითქოს იცოდა მან, რომ ესა და ეს ადამიანი აპირებდა ამ ადამიანის(ჯანგველაძის) მოკვლას, ეს მოცემულობა შეიცვალა და ვისი მოცემულობთ შეიცვალა ძალიან კარგად იცის", - ამბობს ბარდაველიძე.

ადვოკატის განცხადებით, მიქაძის დაცვის წევრს, ლაშა მაისურაძეს ის მისმა ყოფილმა დაცვის ქვეშ მყოფმა, გიორგი ბერიაშვილმა შეახვედრა. დღეს "პირველები" იმ ავტოფარეხში მივიდა, სადაც წივწივაძის შეცვლილი ჩვენების მიხედვით, ძმები მიქაძეები ხშირად გადაადგილდებოდნენ. წივწივაძე შეცვლილ ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ ამ ადგილას შეხვდა დავით მიქაძეს, რა დროსაც მათ შორის, სავარაუდოდ, მოპარულ იარაღებზე შედგა საუბარი. დღეს ამ ტერიტორიაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს არ დაუდასტურეს, რომ დაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც ადვოკატ ბარდაველიძის მტკიცებით მის მიმართ განხორიცელებულ მუქარაში მონაწილეობდნენ, ადგილზე ნამდვილად მუშაობენ. 

დღეს ასევე გიორგი ბარდაველიძემ "პირველებს" დაუდასტურა, რომ ის სანდრო წივწივაძის ინტერესებს აღარ დაიცავს. უფლებადამცველის თქმით, ამის მიზეზი სავარაუდოდ არის ის, რომ სანდრო წივწივაძეზე, შეცვლილი ჩვენების შემდეგ,  სავარაუდო ზეწოლა ხორციელდება.

შეცვლილ ჩვენებაში წივწივაძე ხელს პირდაპირ დავით მიქაძეს ადებს - ამბობს, რომ მიქაძემ პირადად დაუდასტურა, რომ მისგან წაღებული იარაღები მასთან ინახებოდა.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

 

 

მსგავსი სიახლეები