დღევანდელი აქცია 4 ოქტომბრის გენერალური რეპეტიცია იქნება - ზურაბ ცეცხლაძე
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია 4 ოქტომბრის გენერალური რეპეტიცია უნდა იყოს. ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე გაგრძელდება.
ხალხმრავლობა უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს და ვუთხრათ, რომ აი, მოდის 4 ოქტომბერი, მოდის გადამწყვეტი ბრძოლა და რაღაც გენერალური რეპეტიციასავით უნდა დაინახოს საზოგადოებამ, ევროპამ, დასავლეთმა და ასევე რეჟიმმა. აქედან გამომდინარე, მინდა, დავასკვნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე და აუცილებლად მიზნის მიღწევით დასრულდება ეს ყველაფერი, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
დაკავებების, სისხლიანი დარბევების და რეპრესიების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში პროტესტი ვერ გააჩერა. "ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" -ამ სლოგანით მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში დადგებიან. შეკრება 19:00 საათზე სიმბოლურად 300 არაგველის მონუმენტან დაიწყება. მოქალაქეები ტრადიციულად მსვლელობით ქვყენის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან.