ისევ მტკიცედ, ისევ ბოლომდე! - ბაჩო ქაჯაია

23.09.25 17:01
 ისევ მტკიცედ, ისევ ბოლომდე! - ბაჩო ქაჯაია

ბაჩო ქაჯაია დღეს იმ ადამიანების რიგებს შორის იქნება, ვინც უკვე 300 დღეა ქუჩაში ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დგას, ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. 

მსახიობის და ტელეწამყვანის თქმით, "ოცნების" მოლოდინი არ ასრულდა, ხალხი არ დაიღალა, არც ფარხ-მალი დაყარა და ისევ ისევ შემართებით იბრძვის. მისი ტქმით, სწორედ ასე ერთად და ასე შემართებით უნდა გაგძელდეს ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის რაც იყო, რომ ეს პიკი გადაეგორებინათ და შემდეგ უკვე ხალხი დაიღლებოდა, ხალხს აღარ ექნებოდა ბრძოლისუნარიანობა, დაყრიდა ფარხმალს, რაც ასე არ აღმოჩნდა. ახლა რუსთაველის პროტესტი არის, როგორც ნაკვერჩხალს რომ ნაცარს დააყრი და ღვივის შიგნით, როდესაც ცეცხლი უნდა აინთოს, რომელიც ოლიგარქიას სჭირდება, ამ ნაცარს მერე ასე გადაქექავ და აინთება, რა თქმა უნდა ისევ შედეგიანად, რა თქმა უნდა, ისევ მედეგობით და ისევ მტკიცედ ბოლომდე", - ამბობს ბაჩო ქაჯაია.  

დაკავებების, სისხლიანი დარბევების და რეპრესიების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ"  ქვეყანაში  პროტესტი ვერ გააჩერა. "ვიდექით და ვიდგებით გამარჯვებამდე" -ამ სლოგანით  მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში დადგებიან. შეკრება 19:00 საათზე სიმბოლურად 300 არაგველის მონუმენტან დაიწყება. მოქალაქეები ტრადიციულად მსვლელობით ქვყენის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან.  

მსგავსი სიახლეები