მარნეულში 21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და ესროლეს - თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია

23.09.25 21:33
მარნეულში 21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და ესროლეს - თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია

გუშინ ღამით მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, რომელიც სავარაუდოდ ფულის გამო დაწყებულ „ქურდულ გარჩევას“ უკავშირდება, სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. უცნობმა პირმა 21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ცეცხლი გაუხსნა და მძიმე დაზიანებები მიაყენა მუცლის არეში.

დაჭრილს სასწრაფოდ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი და თავდამსხმელი თანასოფლელები არიან. მათი კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაწყებული გარჩევის გაგრძელებაა. თავდამსხმელი ახალგაზრდას ავტომობილთან ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როცა იგი ფეხით მარტო გადაადგილდებოდა. წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, შემთხვევას თვითმხილველი არ უნდა ჰყოლოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი ამ დრომდე ვერ დააკავა. ახლა მთავარი კითხვა ის არის, არსებობდა თუ არა შემთხვევის ადგილას სათვალთვალო კამერები და დააფიქსირა თუ არა ისინი თავდამსხმელის გადაადგილება ან მისი შესაძლო თანამზრახველი.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები