ორი აფეთქება ლოტკინზე - "თბილისი ენერჯის" პირველი ოფიციალური კომენტარი

24.09.25 13:45
ორი აფეთქება ლოტკინზე - "თბილისი ენერჯის" პირველი ოფიციალური კომენტარი

 

 

ორი აფეთქება ლოტკინზე - "თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ გაზის სუნთან დაკავშირებით პირველ აფეთქებამდე მათთან შეტყობინება არ შესულა, რაც შეეხება პირველი აფეთქების შემდგომ ვითარებას, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამღერეთის ქუჩაზე მისულ "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებს ადგილზე თვითნებური მონტაჟი დახვდათ, სადაც დარღვეული იყო ტექნიკური ნორმები. 

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, არ გვქონდა არც მაგ დროს რაიმე ინფორმაცია სუნთან დაკავშირებით - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

ჩვენთან არანაირი შეტყობინება პირველ შემთხვევამდე არ შემოსულა, შესაბამისად, ჩვენ ინფორმირებული არ ვიყავით გაზის სუნთან დაკავშირებით. ადგილზე მისულ ჯგუფს რაც შეეხება, პირველ შემთვევაში დახვდა თვითნებური მონტაჟი, დათვალიერებით ჩანდა, რომ იქ დარღვეული იყო ტექნიკური ნორმები, რაც შეეხება მეორე შემთხვევას, არ გვქონდა არც მაგ დროს რაიმე ინფორმაცია სუნთან დაკავშირებით. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნებისმიერი სუნის შემთვევაში, რაც მსგავსი მაინც არის გაზის სუნის, უდნა მოგვამრთონდა ჩვენ მოვახდეთ რეაგირებას. ჩვენ აღნიშნული ფართის დათვალიერებას ვერ ვახერხებთ იქიდან გამომდიანრე, რომ ჩამონგრეულია ფართი და ვიზუალურად მათი დათვალიერება შეუძლებელია. შესაბამისად, ვერსიები ჯერ არ გვაქვს, რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა შეიძლება მომხდარიყო მისამართზე"- აცხადებს "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი. 

ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულ 19 წლის გოგოს სხეულის 48% დამწვარი აქვს, რეანიმაციაშია და მისი მგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ამის შესახებ "პირველებს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 2 ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.