უძილაურის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში სავარაუდო ბომბის არსებობაზე შეტყობინება ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს
კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის ადვოკატი, გიორგი გამხიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში სავარაუდო ბომბის არსებობაზე შეტყობინება სწორედ თბილისისის ცენტრში ჩაცხრილული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს.
"არაფერს არ გამოვრიცხავ" - აცხადებს "პირველების" კითხვის საპასუხოდ უფლებადამცველი.
- სასამართლოში განგაში მაშინ გამოცხადდა, როცა ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. პროცესი შეწყდა, გელა უძლაური სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს და მანდატურებმა ხალხს შენობის დაცვლისკენ მოუწოდეს.
აღნიშნულზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ვნახოთ ახლა, შესაბამისი უწყებები გამოიკვლევენ საკითხს და გაგვცემენ პასუხს.
არაფერს არ გამოვრიცხავ. სასამართლო განხილვის დროს, ექსპერტმა კითხვაზე გვიპასუხა, რომ ის არც ადასტურებს და არც უარყოფს გელა უძილაურის "ამბასადორში" ყოფნის ფაქტს. ანუ, კონკრეტულად ასე გადაჭრით, რომ გელა უძილაური იმყოფებოდა "ამბასადორში" ამას ექსპერტი არ ადასტურებს. სავარაუდო დასკვნა აქვს გაცემული" - ამბობს გამხიტაშვილი.
"პირველებმა" ამის შემდეგ ადვოკატს შეხსენა, რომ თავად უძილაურის მეგობარმა ამოიცნო კადრებში ბრალდებული, არაზე უფლებადამცველმა განაცხადა:
შესაბამსიი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე პირმა ვერ გააკეთა დასხკვნა და მეგობარი აკეთებს დასკვნას, აქ ხომ არ ისმის კითხვა, მის მიმართ ხომ არ ჰქონდა დაკავების მუქარას ადგილი? რა თქმა უნდა, მასზეზეწოლა განხორციელდა", - განაცხადა ადვოკატმა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.