ვინ წარადგინა კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძე წარადგინა. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ აბულაძეს, რომელმაც 2023 წლის ოქტომბრიდან ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებში.
კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე, – განაცხადა კახა კალაძემ.