ვინ და რამდენ მილიონად შეუკვეთა კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა - ახალი გვარი გახმაურებულ საქმეში

24.09.25 20:18
ვინ და რამდენ მილიონად შეუკვეთა კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა - ახალი გვარი გახმაურებულ საქმეში

გამომძიებლის სკანდალურ ჩვენებამდე, გელა უძილაურის პროცესი 112-ში გაკეთებულმა ცრუ შეტყობინებამ შეაჩერა. გამნაღმველები და კინოლოგები  ბომბს საქალაქო სასამართლოს შენობაში თითქმის 2 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ათვალიერებდნენ მოსამართლეების კაბინეტებს და შენობის სახურავს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა სასამართლოდან გაიყვანეს, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული უძილაური იყო.

ცრუ შეტყობინება სასამართლოში ბომბზე იმ დროს შევიდა, როცა პროკურატურას დასაკითხად მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, ძებნილი გიორგი ჯოხაძის ცოლი უნდა დაეკითხა - მანამდე კი იყო გელა უძილაურის დაანონსებული მხილებაც, რამაც ადვოკატებს ეჭვი გაუჩინა რომ ცრუ განგაში და ევაკუაცია სასამართლოში სწორედ გახმაურებული მკვლელობის საქმის გამო გამოცხადდა.

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დღეს ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს  პირველად მისცეს. თუმცა ამ დაკითხვას თავად ბრალდებული არ დასწრებია. ევაკუაციის შემდეგ გელა უძილაური პენიტენციურიდან აღარ დააბრუნეს - ბრალდებულმა დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. პატაკის ავტორი პოლიციელი, რომელიც ფარცხალაძე მიქაძეებს - დაჯგუფებად მოიხსენიებს - ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში ყოფილ გენ პროკურორის და რუსეთში მოკლული კანონიერი ქურდის, დედ ჰასანის შვილიშვილს ადანაშაულებს.

ეს ჩვენება წესით იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძე მინიმუმ გამოკითხვაზე დაიბაროს. ყოფილი გენერალური პროკურორის გარემოცვის წინააღდეგ საქმეში ყოველდღიურად ახალი მტკიცებულებები ჩნდება. დღეს გაირკვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელი, ქილერს თვეების განმავლობაში დიდი ოდენობით თანხებს ურიცხავდა. დავით მიქაძემ გასულ წელს გელა უძილაურის ანგარიშზე ჯამში 30 ათასი ლარი ჩარიცხა. 17 ათას ლარამდე ნაღდი ფული კი უძილაურის დაკავების დროს გამომძიებლებმა ამოიღეს.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში