ორი აფეთქება რამდენიმე საათიანი ინტერვალით ლოტკინის დასახლებაში

24.09.25 21:13
ორი აფეთქება რამდენიმე საათიანი ინტერვალით ლოტკინის დასახლებაში

19 წლის გოგო, რომელიც ლოტკინის დასახლებაში სიკვდილს გადაურჩა, ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. ქალს სხეულის 48% დამწვარი აქვს. დაზიანებები აქვს მიყენებული თავსი, ზედა კიდურების და ფეხის არეში.

სამღერეთის ქუჩაზე აფეთქება ღამით ოჯერ მოხდა. პირველი აფეთქების შემდეგ, მოქალაქეები დაამშვიდეს, რომ საფრთხე აღარ იყო, თუმცა გაზმა მეორედაც გაჟონა, რასაც უფრო მძლავრი აფეთქება მოჰყვა. შეშინებულმა მოქალაქეებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს. 

ვინ არის პასუხისმგებელი ერთდროულად ორ აფეთქებაზე? - ეს არის ახლა მთავარი კითხვა. ხალხი ხელს თბილისი ენერჯისკენ იშვერს. რადგან ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამღერეთის ქუჩაზე გაზის გაუსაძლისი სუნი იყო, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა სათანადოდ ვერ იმუშავეს. 

თბილისის ენერჯი პასუხისმგებლობას იხსნის. ამბობენ რომ მათ გაზის უსიამოვნო სუნის შესახებ ამ ქუჩაზე ინფორმაცია შემთხვევამდე არ ჰქონიათ.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ  საცხოვრებელი სახლების მინები ჩამსხვრეულია და დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთებიც. თუმცა ადგილობრივებმა არ იციან მოხდება თუ არა  ზარალის ანაზღაურება, ან როდის. რადგან მერიის თანამშრომლებს ხალხთან პირადად არ უსაუბრიათ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში