"ქართული ოცნება" შავ სალაროს ავსებს - ირაკლი აბესაძე

24.09.25 22:44
"ქართული ოცნება" შავ სალაროს ავსებს - ირაკლი აბესაძე

"არანაირი ინტერესი კორუფციასთან ბრძოლის არ არსებობს... მართალია რომ შავი სალაროს უნდა შეივსოს," - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ კორუფციასთან ბრძოლის შედეგით საქართველოს საზოგადოებამ იხეიროს. 

არანაირი ინტერესი, რომ კორუფციას ებრძოლონ და რაც მთავარია, არანაირი ინტერესი, რომ ამ კორუფციასთან ბრძოლის შედეგით იხეიროს საზოგადოებამ, ბიუჯეტში შევიდეს ფული და საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს, არ არსებობს. 

არსებობს ინტერესი, რომ ეს ადამიანები გაირიყონ, რა თქმა უნდა, მოთოკონ და ლაგამი ამოსდონ, რომ მათ წინააღმდეგ არ წავიდნენ და რაც მთავარია, როგორც ჩანს, მართალია, რომ შავი სალარო შეივსოს მათგან ამოღებული ფულით," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.