უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს რუსული კანონებით გაასამართლებენ

25.09.25 10:14
უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს რუსული კანონებით გაასამართლებენ

რუსეთის მიერ დროებით ანექსირებულ დონეცკში უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს რუსული კანონებით გაასამართლებენ. 

არსებული ინფორმაციით, გიორგი შუბითიძის საქმე ე.წ. უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

მოხალისე ქართველ მეომარს ბრალი 4 რუსი სამხედროს ლიკვიდაციაში ედება. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, შუბითიძე 2023 წელს ტყვედ ჩავარდა და მას შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბანაკში იმყოფება.