ქვეყანაში 700 ათასზე მეტი მოქალაქე სოციალური შემწეობის მიმღებია

25.09.25 14:04
ქვეყანაში 700 ათასზე მეტი მოქალაქე სოციალური შემწეობის მიმღებია

ქვეყანაში 700 ათასზე მეტი მოქალაქე სოციალური შემწეობის მიმღებია - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ხდება ცნობილი.

სააგენტო იტყობინება, რომ აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 708 764-მდე გაიზარდა. აქედან 243 ათასზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. ივლისთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 947-ით არის გაზრდილი. 

ეკონომისტები ამას მარტივად ხსნიან, ამბობენ, რომ "ოცნება" ცდილობს მათზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყოს დამოკიდებული.

სამწუხაროდ ხელისუფელბა არ არის დაინტერესებული იმით, რომ შემაციროს სახელმწიფო შემწეობაზე რასებული ადამიანების რიცხვი. პირიქით, ის დაინტერესებულია, რომ გაზარდოს ეს რიცხვი და მერე ბერკეტად გამოიყენოს მათი ამ პროგრამაში ყოფნა იმისთვის, რომ ფაქტობრივად მათზე გავლენა მოახდინოს საარჩევნოდ. ეს არის ცინიკური მარტივი კალკულაცია", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.