4.1 მილიონი ლარის მითვისების საქმე - დაკავებულთა შორის საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლებიც არიან

25.09.25 13:44
4.1 მილიონი ლარის მითვისების საქმე - დაკავებულთა შორის საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლებიც არიან

ბიუჯეტიდან ₾4.1 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებული საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი როინ ფოფხაძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან მისმა ადვოკატმა, ვაკო მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოკითხვის დროს მიუთითა, რომ მხოლდო ხარისხს ამოწმებ და არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

  • ცნობისთვის, ბიუჯეტიდან ₾4.1 მილიონის მითვისების საქმეზე როინ ფოფხაძის გარდა, საზედამხედველო კომპანიის კიდევ 2 თანამშრომელია დაკავებული. 

„ის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი იყო. მას ხარისხი უნდა შეემოწმებინა, ზოგადად, საზედამხედველო სამსახური ამოწმებს შესრულებული სამსახურის ხარისხს, ფინანსური კუთხით ზედამხედველობას არ აწარმოებს.

ის დანაშაულს არ აღიარებს. კომენტარი ბრალდებულის ნებართვის შემდეგ გაკეთდება. ის გამოკითხულია, სადაც მიუთითა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. დანარჩენი ჩვენთვისაც, როგორც მხარისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქმის მასალები გადმოგვეცემა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

bm.ge-იმ გაარკვია, იმ საზედამხედველო კომპანიის დასახელება, რომლის სამი თანამშრომელიც ₾4.1 მილიონის მითვისების საქმეზეა დაკავებული - ის კომპანია EGIS International-ია.

სწორედ ამ კომპანიის მიერ გაცემული დასკვნებით მოხდა ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა.

bm.ge წერს, რომ აღნიშნული კომპანია ამ პროექტის გარდა, სხვა მრავალი ინფრასტრუქტურულ პროექტსაც უწევს ზედამხედველობას.