ევაკუაცია უზენაეს სასამართლოდან - ადგილზე ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა - მოსამართლეებს, ადვოკატებს და დასაქმებულ პერსონალს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს და უსაფრთხო ადგილებზე გადასვლა ურჩიეს. არსებული ინფორმაციით, მიზეზი შეტყობინებაა, რომლის მიხედვითაც შენობაში ბომბია.
ადგილზე ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან - საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას "პირველებს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბომბის შესახებ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა.