არ დაგითმობთ ჩემს შვილს - გიორგი ჩიკვაიძის დედა "ოცნებას"
"იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციაში შემაქვს საჩივარი" - ამის შესახებ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა.
დაკავებული ბიზნესმენის დედის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" "შვილს არ დაუთმობს".
აღგვიკვეთა ჩვენ შვილის ნახვა, ანუ პაემნის საშუალება პირველ ოქტომბერს, შემდეგ ტყუილი ინფორმაცია ტელევიზიებში და მერე რაღაც დამცინავი საქციელები, თეფშზე ერთი კატლეტით. ის კატლეტი გაუხდება ბატონ რამაზს მისი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან...
მე ახლა აქედან მივდივარ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციაში, შემაქვს საჩივარი. არ ვიცი რა მოლოდინები მაქვს, მაგრამ ყველა კანონიერი გზით, მე მას ჩემ შვილს არ დავუთმობ. გირგვლიანი 2 თქვენ არ გამოგივათ და არც გლდანი 2 არ გამოგივათ," - ეკა წერეთელი.
ცნობისთვის, ეკა წერეთლის განცხადებით, 22 სექტემბერს 13:25 საათზე საკანში მყოფ გიორგი ჩიკვაიძესა და კიდევ ორ ადამიანს კვების დროს ერთი კატლეტი შეუტანეს.
მეორე დღეს, მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო.