"ბოდვაა" - თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დასრულდა

25.09.25 16:26
"ბოდვაა" - თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლში, დღეს, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა - ალი ბაბევი სასამართლოში არც დღეს გამჩენილა. 

  • "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერს პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავებიან, საქმე ალი ბაბევს ეხება, რომელიც ელისაშვილს უჩივის. 
  • საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბაბევი ელისაშვილს, ქუცაში, ჯოხით თავს დაესხა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, გამოძიებისთვის ეს საინტერესო დეტალი არ არის. 

"ბოდვაა" - განაცხადა პროცესიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, პროცესზე გამომძიებელი დაიკითხა, რომელიც თავიდან იცილებდა იმ გარემოებას, რომ პოლიტიკოსს ალი ბაბევმა რკინის ჯოხი მოუქნია და ამბობდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი გამოუძიებიათ. 

გამომძიებელი დაკითხეს და დაიკითხა და რა თქმა უნდა, გამომძიებლების დაკითხვიდანაც ჩანდა, რომ ძალიან მიკერძოებულები იყვნენ, რაც აწყობდა პროკურატურას, რომ როგორღაც დაამძიმონ ცემი ბრალი ისეთ ჩვენებებს იძლეოდნენ. იქ იყო გარემოებები, როცა პირიქით ალი ბაბაევმა მომიქნია რკინის ჯოხი, დაკეცილი 12-მეტრიანი, შუშების საწმენდი რკინის ჯოხი და იმაზე ისხლიტავდნენ, რომ არაო, მაგაზეო ჩვენ არაფერი გამოგვიძიებიაო. 

გამოსაძიებელი თუ იყო ის იყო გამოსაძიებელი, ის რკინის ჯოხი რომ მომხვედროდა, რაც ავიცილე, გამიჩიქავდა თავს. გამოჩნდა მიკერძოება გამოძიების.

ბოდვაა რა... ეს გამომძიებელიც... Kvira.ge-ს საიტზე შევედითო და რაღაცა ერთი ფოტო ვნახეთ ალი ბაბევის და აქედან დასტურდება, რომ პოლიტიკოსიაო. ალი ბაბაევი პოლიტიკოსი არა ისა. ერთი მე ვარ ბუდისტი მღვდელი და მეორე ალი ბაბევია პოლიტიკოსი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.