“ნინო უდანაშაულოა და უნდა გაათავისუფლონ“ - თბილისში ნინო დათაშვილის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს
თბილისიში პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდაჭერი მარში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სომბლურად განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ “ნინო დათაშვილი ის მასწავლეებლია, რომელიც უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში“.
ნინო არის მანდატურებისგან ნაწამები, მისი ჯანმრთელობა გართულებულია, ორი ბოლო სხდომა ნინოს გარეშე, შუამდგომლობით გადაიდო, აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ გავაპროტესტოთ და კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ რეჟიმს ხმა. ნინოს მდგომარეობა კატასტროფულია, საგანგაშოა და მიიღონ ზომები ამ ადამაინის გასათავისუფლებლად. მოვდივართ, რათა ვიყვიროთ და ყველას გავაგონოთ ხმა, რომ ნინო არის სხვისი შვილების აღმზრდელი პედაგოგი და უდანაშაულო და უნდა გაათავისუფლონ , - ამბობს აქციის მონაწილე, თამარ დადიანი.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შეარჩიეს განათლების სამინისტრო მარშისთვის, რადგან ნინო დათაშვილი მასწავლებელია.