ლილუაშვილის გარემოცვის საქმე - სად მიდიოდა ხალხის ფული და ვინ მფარველობდა სავარაუდო კორუფციას

25.09.25 20:12
ლილუაშვილის გარემოცვის საქმე - სად მიდიოდა ხალხის ფული და ვინ მფარველობდა სავარაუდო კორუფციას

ორი ბრალდება ბოლო 24 საათში. სუს-ის შემდეგ, ლილუაშვილის გარემოცვაზე იერიში ფინანსურმა პოლიციამ მიიტანა.  სუსის ექს შეფის ნათესავი ამჯერად დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდებაშია მხილებული. დაკავებულია მისი ბიზნეს პარტნიორი.  ბიჭიკო პაიკიძე  გაქცეულია, ამიტომ მეორე ბრალსაც  ლილუაშვილის ნათელმირონს  დაუსწრებლად წაუყენებენ. 

დააკავეს მისი თურქი პარტნიორი, ამჯერად ამტკიცებენ, რომ სუსი ექს შეფის ნათესავმა მილიონზე მეტი სახელმწიფოს დაუმალა. ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის ახლა რომელ კონტინენტზეა ერთ დროს გავლენიანი ბიზნესმენი. 

ბიჭიკო პაიკაძის კომპანიის დაკავებულ  5 თანამშრომელს კი უკვე ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსი აქვს. არცერთი ბრალს არ აღარებს. გამოძიება ყველა მათგანს ჯგუფურად  დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებასა და დოკუმენტების გაყალბებას ედავება. ბრალდებულებს შორს არის კომპანია ბიპიტრანსის დირექტორიც. ვალერიან კვარაცხელია რომელიც სუსმა რამდენჯერმე გამოკითხა დაკავებამდე ახლა დუმილის უფლებას იყენებს.

ყველა დაკავებული ამბობს, რომ უდანაშაულოა და ტყუილად დააკავეს, ამით მიანიშნებენ, რომ დაკავება არა დანაშაულის არამედ შურისძიების გამო მოხდა. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.