პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია კაცი, ვინც კასპში ყოფილი ცოლი აწამა
საზარელი შემთხვევა კასპში - კაცმა ყოფილ ცოლს ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სადარბაზოში დარბოდა და შველას ითხოვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობას ქალის სხეულზე ყველა მეთოდით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. 35 წლის ქალს სახე და სხეულის 80 პროცენტი დაეწვა.
ქალის განწირული კივილის ხმა მეზობლებმა დღის 12 საათზე გაიგეს. მეზობლების განმარტებით 35 წლის ქალს თავს ყოფილი მეუღლე დაესხა. კაცი ყოფილ ცოლს ჯერ სახლში შეუვარდა, სცემა, სახეზე მჟავა შეასხა, სავარაუდოდ დანითაც დაჭრა, ბოლოს კი ცეცხლი წაუკიდა. მძიმე დანაშაული მამაკაცმა 4 წლის შვილის და ყოფილი სიდედრის თანდასწრებით ჩაიდინა.
მძიმე დანაშაულში კასპის მერიის მოქმედი თანამშრომელია მხილებული. ზურაბ ბურდული საჯარო მოხელე ყოფილ მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა. მეზობლების ინფორმაცით, წყვილი ერთმანეთს 4 წლის წინ დაშორდა , კაცი ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობის ნიადაგზე დროდადრო ფიზიკურად უსწორდებოდა. მერიის მოძალადე თანამშრომელს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
35 წლის ქალი სიკვდილს ებრძვის. დამწვარი ქალი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაშია მოთავსებული მის გადარჩენას ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმები ცდილობენ.
სასტიკ დანაშაულში მხილებული საჯარო მოხელე კი გაქცეულია.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.