სპეცოპერაცია "Holiday Inn"- ში - რა მოხდა თბილისის ცენტრში [ექსკლუზიური დეტალები]

25.09.25 20:36
სპეცოპერაცია "Holiday Inn"- ში - რა მოხდა თბილისის ცენტრში [ექსკლუზიური დეტალები]

"Holiday Inn"- ში საგამოძიებო მოქმედებები ახლაც გრძელდება. დაკავებულია შეიარაღებული პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით  ემუქრებოდა. გელა გელაძის უწყებაში ამ დრომდე არ ამბობენ, ამოღებულია თუ არ იარაღი, რითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა. არის კიდევ ერთი დეტალი, ახალგაზრდა კაცს აღენიშნებოდა დაზიანების კვალი სახეზე. ჯერ უცნობია, როდის და რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანება

 განგაში თბილისის ცნობილ სასტუმროში  მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ გასროლის ხმა გაიგეს.  ირკვევა, რომ მამაკაცი  სასტუმროს  დატოვებას, დროის ამოწურვის მიუხედავად არ აპირებდა, ერთ-ერთ ნომერში ჩაიკეტა და იქ  მისულ დაცვის თანამშრომლებს, ვინც  გამოსვლას სთხოვდა, იარაღით ემუქრებოდა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ სასტუმროს ნომერში ჩაკეტილი კაცი მძევლების აყვანას აპირებდა, სადაც მალევე სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შევიდა. 

სრულად ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში.