ცხოვრება უკიდურეს სიღარიბეში - ქვეყანაში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გაჭირვებული ხალხის მთელი ჯარი ქვეყანაში - რეკორდულ ნიშნულზეა ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც სოციალური შემწეობა თავის გადარჩენის ერთადერთი წყაროა. იმ დროს, როდესაც ოცნების პირობებში ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაძირული და ხალხის ფულით მაღალჩინოსნები მილიონერები ხდებიან, 700 ათასზე მეტ მოქალაქეს ცხოვრება უკიდურეს სიღარიბეში უწევს.
თუ ქართულ ოცნებას დავუჯერებთ, ეკონომიკა ყვავის. თუმცა ფაქტია, რომ ხალხი თვიდან თვემდე სულ უფრო ღარიბდება. ამ მძიმე მდგომარეობის შესაჩერებლად კი ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ფინანსისტები დარწმუნებულები არიან, რომ ოცნება მიზანმიმართულად არ მოქმედებს, რადგან მათი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული. ასეთ ხალხზე წინაასაარჩევნოდ გავლენის მოხდენა გაცილებით ადვილია.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.