ადვოკატი: ბიჭიკო პაიკიძეს 2010-2012 წლების გადარიცხვებს ედავებიან

25.09.25 22:25
ადვოკატი: ბიჭიკო პაიკიძეს 2010-2012 წლების გადარიცხვებს ედავებიან

სუსი ექს შეფის ნათესავს ახალი ბრალით 264 000 ათასი ლარის დავალიანებს ედავება - გამოძიება ლილუაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ აპრილში დაიწყო. 

როგორც ადვოკატმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა, ის არ ემალებოდა გამოძიებას და ჩვეულებრივ კომუნიკაციაში იყო გამომძიებლებთან, მზად იყო გადაეხადა თანხა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, უწევდა ზოგჯერ ქვეყნის დატოვება. 

ახალ ბრალში ბატონ ბიჭიკოს ედავებიან 264 ათას ლარს, ეს არის 2010-12 წლებში არსებულ საშემოსავლო თუ საგადასახადო დავალიანებაზე, ბატონი ბიჭიკოს მამას ჰოქნდა კომპანია, რომელიც ბიჭიკომ გააგრძელა. ბრალის დადგენილებაში, რომელი 218-ე მუხლითაა წარდგენილი, წერია, რომ გარკვეული თანხების დეკლარირება არ მოახდინა. რომლის საერთო ჯამი 264 ათასი ლარია. ის არაერთხელ იყო საგამოძიებო სამსახურში და ის მზად იყო, როდესაც აქტი გადმოეცემოდა, გადაეხადა აღნიშნული თანხა. ის არ ემალებოდა გამოძიებას. 

გამოძიება დაწყებულია აპრილის თვეში. ფინასურში რამდენჯერმეა ნამყოფი. ის არ ემალებოდა გამოძიებას და ჩვეულბერივ კომუნიკაციაში იყო გამომძიებლებთან, - განაცხადა ადვოკატმა.