"შემაგინა, ჯაჯგური დამიწყო, ძირს დაგდება უნდოდა" - აქტივისტი ნინო კალანდია წერს, რომ თავს ტიტუშკა დაესხა

26.09.25 10:28
"შემაგინა, ჯაჯგური დამიწყო, ძირს დაგდება უნდოდა" - აქტივისტი ნინო კალანდია წერს, რომ თავს ტიტუშკა დაესხა

ნინო კალანდია „ოცნების ტიტუშკების“ სამიზნე გახდა. სამოქალაქო ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციიდან შინ დაბრუნებისას მას უცნობი მამაკაცი ჩაუსაფრდა. თავდამსხმელმა მასზე ფიზიკურად იძალადა, შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

აქტივისტის თქმით, თავდამსხმელი განსაკუთრებით მის სამკერდე ნიშნზე გაღიზიანდა, რომელზეც წერია: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

წეღან, აქციიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, არკაში ვიღაც ტიპი მეცა, ჯერ მხარში ჩამავლო ხელი და რომ მივბრუნდი, ვიღაც მაღალი, კეპიანი ტიპი შემრჩა ხელში. რა გინდა თქო. შემაგინა. სამკერდე ნიშანი მეკეთა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს აწერია და მერე ის ჩაბღუჯა, ეს რა არის, რატომ გიკეთიაო. იგინებოდა თან. შენი საქმე არ არის თქო. მერე ხელში ჩამავლო ხელი და დამიწყო ჯაჯგური, ძირს დაგდება უნდოდა, თუ რა უნდოდა არ ვიცი. შევეცადე გამომეგლიჯა ხელი და ბოლოს რომ გავითავისუფლე თავი, ინერციით კედელს დავეჯახე. ამ ჭიდაობაში ზურგჩანთაც ჩამომძვრა და ეს ზურგჩანთა ჩავარტყი. კიდე გამოიწია. თან მეუბნებოდა რუპორებით რომ დარბიხარ, მაგ რუპორს გაჭმევო. რამდენიმე ბიჭმა ჩამოუხვია მერე არკაში და მათ დანახვაზე გაიქცა. 
ქოცებო, ნუ გეგონებათ, რომ ასეთი ტიპები თქვენც არ დაგხვდებათ სადმე ბნელ კუთხეში. კრიმინალი დათარეშობს ქუჩებში და არ გაგიკვირდეთ ვინმე ასეთივე ტლუ თუ დაგაყაჩაღებთ ერთ დღესაც, - წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.