ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ია, გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი
ცესკომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშოაობა დაასრულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ორგანოების არჩევნებში მონაწილეობას 3 513 818 ამომრჩეველი მიიღებს. მათგან 3 130 348 ელექტრონული ტექნოლოგიებით ისარგებლებს.
ცესკოს ცნობით, 47 ათასამდე ახალგაზრდა პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხოლო გადასატანი ყუთის მოთხოვნით ადმინისტრაციას 60 754 ამომრჩეველი მიმართა.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, საიდანაც 2 284 ელექტრონული კენჭისყრის რეჟიმში იმუშავებს, 777 კი - ტრადიციული წესით. მათ შორის არის 10 სპეციალური უბანი პენიტენციურ დაწესებულებებში.