ივანიშვილის სანქცირება ბიზნესს ნებისმიერი კუთხით დააზიანებს - ბიზნესმენი, თემურ კოხოძე
ირაკლი კობახიძე დღეს ქვეყნის მსხვილ ბიზნესმენებს შეხვდა - რა ჰქონდა სათქმელი „ოცნების“ ლიდერს, არჩევნების წინ იმ კომპანიების შეფებისთვის, ვინც ბიუჯეტს ავსებს.
“პირველები“ დაინტერესდა, ბიზნესიდან ვინ როგორ უყურებს დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ქართულ ეკონომიკას ივანიშვილის სანქცირება, ბიზნესემენების ნაწილი არ პასუხობს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ “ივანიშვილის დასანქცირება ქართულ ეკონომიკას დააზიანებს.“
მე ვერ გეტყვით, ახლა, მაგას შესწავლა უნდა, ნახვა უნდა. არ ვარ საქმის კურსში. თუ დასანქცირდება [ივანიშვილი], რა თქმა უნდა [ბიზნესს] დააზიანებს. ნებისმიერი კუთხით დააზიანებს და ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დაგვაზიანებს ჩვენ, საერთოდ ბიზნესს“, - განაცხადა კოხოძემ.