ლილუაშვილის გარემოცვის საქმე - სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
გაუშვებს თუ არა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დიდი ფულის საქმეზე დაკავებულებს - ლილუაშვილის გარემოცვის წევრები საბრალდებო სკამებზე სხედან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთი დაკავებული უკვე მიიყვანეს და ამ წუთებშა მათ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ. საინტერესოა დაარღვევენ ისინი დუმილს და იტყვიან თუ არა რამეს ამ ხმაურიან საქმეზე, ან გაჟღერდება თუ არა ლილუაშვილის გვარი.
საბრალდებო სკამზე არ ზის ბიჭიკო პაიკიძე- ლილუაშვილის ნათესავი ამ დრომდე ქვეყნიდან გაქცეულია და მის კვალს ვერავინ აგნებს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრლადება, რომელიც დაკავებულებს წარუდგინეს, მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ისინი აპირებენ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართონ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის თავად მიიღეს გადაწყვეტილებას, შევთავაზებთ ალტერნატივის სახით გირაოს, რა თქმა უნდა, ის ნაუცბათევი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არის საქმეში, მიგვაჩნია, რომ მის მიმართა არსებობს ბევრი კითხვა. ყველამ კარგად ვიცით, რომ სტიქიას მოყვება ხოლმე გზების განადგურება და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ჩქარა იქნეს აღდგენილი, აქედან გამომდინარე, მაშინ როცა ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო, რაჭაში არ არსებობდა კარიერი, ფიზიკურად, არსებობს ამაზე მტკიცებულება, რომ გარემოს დაცვის სამინსიტოს მიმართეს და პასუხიც დევს, რომ არ ასებობდა, შემდეგ მოიძიეს უახლოესი, შესაბამისი თანხებიც იყო დაფიქსირებული. რამდენიმე თვეში რაჭაში გაჩნდა კარიერი და ძალიან მარტივ, შესაძლოა, ტექნიკურ შეცდომასთან გვქონდეს საქმე , - ამბობს ირმა ჭკადუა.