პაიკიძეს რომც უნდოდეს ვერ ჩამოვა, პასპორტი გააუქმეს - ადვოკატი, ირმა ჭკადუა

26.09.25 14:27
პაიკიძეს რომც უნდოდეს ვერ ჩამოვა, პასპორტი გააუქმეს - ადვოკატი, ირმა ჭკადუა

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ბიჭიკო პაიკიძე საქართველოში იმის გამო ვერ ჩამოდის, რომ პასპორტი გაუუქმეს და არა იმიტომ, რომ “გაიპარა“.

ჭკადუას თქმით, “საგამოძიებო უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ თქვან, თითქოს გაიპარაო“.

პაიკიძეს რომც უნდოდეს ვერ ჩამოვა, პასპორტი გააუქმეს, საგამოძიებო უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ თქვან თითქოს გაიპარაო, თუმცა, თვითონ გააუქმეს პასპორტი და ვერ ჩამოდის, - თქვა ადვოკატმა.

სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ პაიკიძემ თურქეთში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით გადაკვეთა საზღვარი, შემდეგ მისმა მეუღლემ სცადა, რომ მისთვის პასპორტი მიეწოდებინა, თუმცა, საზღვრის კვეთის მცდელობისას გააჩერეს და ჩამოართვეს აღნიშნული პასპორტი, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პაიკიძე აპირებდა თურქეთიდან ესპანეთში, ან პორტუგალიაში გადასულიყო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიჭიკო პაიკიძის და კიდევ ხუთი დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს. გაუშვებს თუ არა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დიდი ფულის საქმეზე დაკავებულებს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.