ძალიან გეჩქარებათ ჩვენი მოგუდვა - რაჟდენ კუპრაშვილი “მთის ამბებისგან“ დოკუმენტებს ითხოვს
რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან მედიაორგანიზაცია “მთის ამბებს“ წერილობით მოთხოვნა მიუვიდა, სადაც უწყება საქმიანობის, მათ შორის ფინანსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.
ამის შესახებ მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს და წერილს აქევყნებს, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროდან მიუვიდა.
გელა მთივლიშვილის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს და მუშაობას აგრძელეს, რათა მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე სიღრმისეული რეპორტაჟი მომზადდეს.
Razhden Kuprashvili ძალიან გეჩქარებათ ჩვენი მოგუდვა. აგერაა პასუხი! #ცეცხლიოლიგარქიას
გავაგრძელებთ მუშაობას! საგამოძიებო ფილმების შექმნას ხელისუფლების კანონდარღვევებზე, კორუფციაზე, გარემოს განადგურებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე;
სიღრმისეულ რეპორტაჟებს მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე;
საქართველოს ამბების მოყოლას ისეთი რეგიონებიდან, ისეთი ადამიანების შესახებ, რომელთა არსებობაც კი თითქმის არავის ახსოვს;
"ღია სივრცეს" - იმ ადამიანების ხმების გასაგონად, ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ აურზაურში სულ უფრო ნაკლებად რომ ისმის;
დაჩაგრულების ადვოკატირებას;
რაც მთავარია, "ქართულ საქმეს" - ჩვენთვის ყველაზე ძვირფას პროექტს!, - წერს მთივლიშვილი.