შუა “დიფ სთეითში“ ელვა დამეწია ქუთაისიდან, რაჟდენს უდეპეშია - “ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი

26.09.25 15:06
შუა “დიფ სთეითში“ ელვა დამეწია ქუთაისიდან, რაჟდენს უდეპეშია -  “ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი, თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ რაჟდენ კუპრაშვილისგან წერილი მიიღო, სადაც მისი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

ბარათაშვილის თქმით, მათი ანგარიშები წლებია ნულზეა გაყინული და ამის შესახებ  სუსიდან და შემოსავლების სამსახურიდან ისედაც იციან.

შუა დიფ სთეითში ელვა დამეწია ქუთაისიდან.

რაჟდენს უდეპეშია ჭეშმარიტების მომენტია და მისი დადგენის მიზნით გწერთო.

ვითომ რომ არ აქვს, სუსიდან და შემოსავლების სამსახურიდან ჩვენს წლებით ნულზე გაყინულ ანგარიშზე წვდომა და არ იცის რა სიმდიდრეში ვიძირებით

მართალია, დიდმა ანტირუსმა პოეტმა აკაკიმ ეს კუპლეტი ვარდენს (ღვანკითელს) მისწერა, მაგრამ ამასაც მოერგება სამ ასოს თუ შეცვლი:

წერე, წერე, ჩემო რაჟდენ,

მტერს დაასე ისარიო,

თუ მწერალი არ გამოხვალ,

წერას მაინც ისწავლიო, - წერს ბარათაშვილი.