ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მანამდე, უფლებადამცველები ბრალდებულების სხვადასხვა ოდენობით 5 000, 50 000, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა არ დაკმაყოფილდა.