"ივანიშვილს საკუთარი ზებრაც აუჯანყდა" - აქცია-პერფორმანსი ივანიშვილის რეზიდენციასთან
ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან პროტესტი გრძელდება - მოქალაქეებმა "ოცნების" დამფუძნებლის სახლთან, სიმბოლურად სათამაშო ზებრა და ზვიგენიც მიიტანეს. ამ პერფორმანსით ოპოზიცინერებს სურდათ, ივანიშვილისთვის ეთქვათ, რომ ტყვეობაში ყოფნა ცხოვრელებისთვისაც კი დაუშვებელია.
აქციის მონაწილეები სიმბოლურად თანხასაც აგროვებენ, რომლითაც, მათი თქმით, ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა გაუშვან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ივანიშვილის მმართველობის დღეები დათვლილია და 4 ოქტომბერს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილება შეუძლია მოუტანოს.
"თავისუფლება ზვიგენს! შეწყდეს ქართველი ხალხის შიმშილობა და წამება. 4-ში ყველა ერთად შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია!, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ოპოზიციონერბის პერფორმანსმა ივანიშვილის დაცვა წყობიდან გამოიყვანა.
"ხალხი დადის აქ და ცოტა წესიერად მოიქეცით!", - უთხრა აქციის მონაწილეებს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ დენდროლოგიურ პარკში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაანონსებული მასშტაბური აქციისთვის ხალხს მოსაწვევებსაც ურიგებენ.