რა თქმა უნდა, ვდარდობ ივანიშვილის სანქცირებაზე - ნოშრევან ნამორაძე

26.09.25 15:35
რა თქმა უნდა, ვდარდობ ივანიშვილის სანქცირებაზე - ნოშრევან ნამორაძე

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის დასანქცირებაზე “დარდობს, იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეხმარება თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის დაცვაში, შემდეგი პასუხი გასცა:

თქვენ ნუ დარდობთ,თქვენ იდარდეთ აი, ასეთ მოქმედებებზე, რასაც თქვენ შვრებით. რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვიდარდო [ივანიშვილის დასანქცირებაზე] იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას.