პირველი ინტერვიუ ბიჭიკო პაიკიძის ოჯახთან - რა თქვეს ლილუაშვილის ნათესავებმა

26.09.25 17:20
პირველი ინტერვიუ ბიჭიკო პაიკიძის ოჯახთან - რა თქვეს ლილუაშვილის ნათესავებმა

პირველი ინტერვიუ ბიჭიკო პაიკიძის ოჯახთან - ლილუაშვილის ნათესავის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ  ბრალდებები აბსურდულია,  ბიზნესმენი - უდანაშაულოა და გამოძიებას არ გაქცევია.

მათი თქმით, ბიჭიკოსთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ და არ იციან, რას ფიქრობს ის მიმდინარე ამბებზე.

თუკი ამ ქვეყნისთვის ვინმეს სასიკეთო და კარგი უკეთებია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ბიჭიკო პაიკიძეა. ძალიან ბევრი საქმე აქვს ნაკეთები, ძალიან გადამწყვეტი პროექტები, ქვეყნისთვის ურთულესი. რატომ აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე, ამაზე ჩვენ გვაქვს კითხევბი საგამოძიებო უწყებასთან, რადგან მათ დაიწყეს ამ საქმის კველავ და იმედი მაქვს, სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. თუ რაიმე სახის გადაცდომა დადასტურდება, ამასაც ღირსეულად მივიღებთ, - ამბობს პაიკიძის და.

მისივე თქმით, მისი ძმა არცერთხელ არ ყოფილა გამოკითხვაზე დაბარებული. 

როდესაც გამოძიება დაიწყო, ბიჭიკო იმყოფებოდა საქართველოში და ამის შესახებ თანამშრომლებისგან გაიგო. თანამშრომლებს იბარებდნენ, თავიდან ბოლომდე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. თავის არიდებას გამოვრიცხავთ, რადგან დიდი ხანი მიდიოდა ეს კვლევა და ბიჭიკო ქვეყანაში იმყოფებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე, - ამბობს ის. 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მის მეუღლეს პასპორტი ჩამოართვეს და საზღვარზე არგაუშვეს - ის ამბობს, რომ პასპორტი არ ჩამოურთმევიათ, უბრალოდ საზღვარზე გადასვლა შეუზღუდეს.

მე ნამდვილად გადავდიოდი საზღვარზე, ჩემი ჯანმრთელობის გამო, პერიოდულად მიწევს კონტროლზე გადასვლა, უბრალოდ შეზღუდული მქონდა საზღვარი, თორე პასპორტი არ ჩამოურთმევიათ, - აცხადებს ცოლი.

კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდება გუშინ წარუდგინეს.