ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი, კახი მეტრეველი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

26.09.25 18:01
ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი, კახი მეტრეველი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი, კახი მეტრეველი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებმა“ მოიპოვა.  

ასევე “პირველების“ ინფორმაციით, კახი მეტრეველი,  რომელიც სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა, ხოლო ბაჩიაშვილზე თავდასხმის შემდეგ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა თავისუფლებაზეა.  

იუსტიციის სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ მეტრეველმა საპატიმრო ვადა სრულად ამოწურა და გათავისუფლდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილზე შესაძლოა, ახალი თავდასხმა მზადდებოდეს.  ამის შესახებ გლდანის ციხიდან კიდევ ერთი პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე იტყობინება.

ცოტა ხნის წინ ბაჩიაშვილი ადვოკატმა მოინახულა. როგორც ლევან მახარაშვილი ამბობს, ინფორმაცია, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფზე გავრცელდა, შინაარსობრივად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მოითხოვა, შბათ-კვირას ბაჩიაშვილთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის შესვლა, რადგან მისთვის უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულება დაკეტილია.

მოვითხოვ სახალხო დაცმველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდეს ბაჩიაშვილს, როგორც ხვალ, ასევე ზეგ, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირაა და ადვოკატებს უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა შეზღუდული გვაქვს. ვინაიდან, ინფორმაცია შინაარსობრივად არის ძალიან მძიმე და შეიცავს აშკარა დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაიწყოს გამოძიება, და ჩატარდეს გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ღონისძიება. აუცილებელია, მასთან საკანში იმუოფებოდნენ შედარებით დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულები, - აღნიშნა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.