“კოალიცია ცვლილებებისთვის“: PosTV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და წარმოადგენს თავისუფალ, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას

26.09.25 18:19
“კოალიცია ცვლილებებისთვის“: PosTV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და წარმოადგენს თავისუფალ, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას

"ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული  POSTV-ის მიერ დღეს, TV პირველის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტელევიზიის ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება, თავად კოალციაში პასუხობენ და ამბობენ, რომ “ეს ყველაფერი სიცრუეა“.

მათი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება “რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას“.

რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის, მედიადწოდებული PosTV-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებს “ტვ პირველის” შენობაში ფარული შეხვედრებისთვის ოთახი გამოგვიყვეს, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგემება, არის სიცრუე. 
რუსული სტილის მსგავსი პროპაგანდისტული “ახალი ამბის” გავრცელება რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას და საზოგადოების თვალში საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მოძრაობის კრიმინალიზების მცდელობას,- წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე: