გამოიჩინეთ წინდახედულობა! - ომბუდსმენი ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

26.09.25 22:14
გამოიჩინეთ წინდახედულობა! - ომბუდსმენი ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ტელეწამყვან, ნანუკა ჟორჟოლიანის არასრულწლოვანი შვილის შესახებ სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას. 

ომბუდსმენი მედიასაშუალებებს მოუწოდებს ინფორმაციის გავრცელებისას განსაკუთრებული წინდახედულობით იხელმძღვანელონ. 

სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მისი იდენტიფიცირება და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

რა მოხდა?

დღეს, 26 სექტემბერს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა. 

ეს ე.წ ქარდი ტელეკომპანიის Facebook გვერდზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული.

მოგვიანებით ტელეკომპანიამ "ქარდი" წაშალა და გამოქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. 

რას ამბობს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი" ოყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".

მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რას გეგმავს არასრულელოვანი საბა კოდუას დედა?

ნანუკა ჟორჟოლიანმა სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა. მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს და სახელწმიფო პოლიტიკური ოპონენტის არასრულწლოვანი შვილის უფლებებსაც დაიცავს.

საქართველოს კანონდებლობა არასრულწლოვანის უფლებებს ძალიან მკაცრად იცავს.
სულ რომ დანაშაული ჩაიდინოს 18 წლამდე პირმა, არავის აქვს უფლება მისი ვინაობა გათქვას.

უფრო მეტიც, საქართველოს კანონდებლობის მიხედვით არასრულწლოვანის პროცესები იხურება.

  1. დაწერეს ტყუილი.
  2. სიტყვა სავარაუდოდ არ დაწერეს.
  3. მიუხედავად იმისა რომ მარიამმა უარყო ამბავი ნიუსი არ აიღეს.

რა თქმა უნდა სასამართლოში შევხვდებით და ძალიან მძიმე პოლიტიკური დაპირისიპირების მიუხედავად, იმედი მაქვს, სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს და ეს სახელწმიფო პოლიტიკური ოპონენტის არასრულწლოვანი შვილის უფლებებსაც დაიცავს.

ბაკურ ბაკურაძე გგონია შენ არ შეგეხება ეს ამბავი? ამორალური ფსკერი ხარ!

პ.ს. ეს არ იყო პროპაგანდის დავალება. არც "იმედს" ედო ნიუსი და არც "პოსტვს" ეს იყო თქვენი ნაბოზრობა და ამის პასუხს მიიღებთ!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.