"მისი ყველა მოქმედება არის სწორად მოზომილი" - ფიფიას პასუხი კითხვაზე, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში სიტყვა რუსეთი

27.09.25 11:47
"მისი ყველა მოქმედება არის სწორად მოზომილი" - ფიფიას პასუხი კითხვაზე, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში სიტყვა რუსეთი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი და კობახიძის დის ქმარი, დავით ფიფია ირწმუნება, რომ მიხეილ ყაველაშვილის ყველა სიტყვა გაეროში "სწორად მოზომილი იყო".

კითხვაზე, რატომ არ ახსენა ყაველაშვილმა გაეროში სიტყვა რუსეთი, აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალზე მისულ ფიფიას ასეთი პასუხი ჰქონდა: "პროვოკატორები და ინტრიგანები ცდილობთ საქართველო კიდევ ერთელ ომში გახვიოთ".

მისი გამოსვლა იყო გამორჩეული, მნიშვნელოვანი და ყველა ის პრინციპული საკითხი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, დააფიქსირა. 

დღეს არის ჯვართამაღლების დღე და ძალიან გთოვთ, ნუ გადაფარავთ სხვადასხვა საკითხებით. უხერხულობას თქვენ არ გიქმნით, რომ ნაცების, რუსეთის აგენტების ტელევიზიაში მუშაობთ? 

მიხეილ ყაველაშვილი არის უმაღლესი თანამდებობის პირი და მისი ყველა მოქმედება არის სწორად მოზომილი. პროვოკატორები და ინტრიგანები ცდილობთ საქართველო კიდევ ერთელ ომში გახვიოთ", - განაცხადა ფიფიამ.