ამდენი პოლიციელი რომ მოიყვანეს, რისი ეშინიათ? - აფხაზეთში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები "ოცნების" ლიდერებზე
"ოცნების" ლიდერები აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან უამრავი პოლიციელის თანხმებით გამოჩნდნენ.
ივანიშვილის გუნდის ლიდერების გამოჩენამდე ხალხი გვერდით გადასწიეს და ხელოვნური ბარიკატები შეუქმნეს, რამაც გმირების დედები, მამები, ოჯახის წევრები გაანაწყენა - "ამდენი პოლიციელი რომ მოიყვანეს, აქციაა? რისი ეშინიათ?"
მათი ტქმით, "ოცნებას" მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდება დაღუპული გმირების ოჯახებსი ნახვა - "ჩაიწერენ ტელეფონს და წავლენ, კარგად მეყოლეთ".
არავის არ ვუნდივართ ჩვენ. ამ არჩევნების დროს უნდათ ხალხი და რომ შევიკრიბებით მოვლენ და რა გჭირთ, რა გინდათ, ტელეფონი ჩაიწერეთ, ჩაიწერენ ტელეფონს და წავლენ, კარგად მეყოლეთ. ამდენი პოლიციელები კიდევ თავშეყრა რომაა, აქციაზე ვართ? მემგონი აქცია არაა აქ დღეს. რისი ეშინიათ რისი, ხალხის" - ამბობენ აფხაზეთში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები.