"აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს" - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში აქცია გაიმართება
"აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს" - ამ მოწოდებით, დღეს, საღამოს 19:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული. სწორედ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აპირებენ მოქალაქეები ქუჩაში გასვლას. დღევანდელი შეკრების ავანგარდში დევნილები იქნებიან, ადამიანები ვინც უკვე 32 წელია, ოკუპაციის გამო, საკუთარი სახლებისგან მოშორებით ცხოვრობენ.
არ შევეგუებით ოკუპაციას, არ მოვუხდით ბოდიშს ოკუპანტს - ამბობენ დევნილები. შეკრება სიმბოლურად გმირთა მემორიალთან დაიწყება.
დღეს ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა და დღესაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენ ისევ რუსული მარწუხების ქვეშ შეგვიყვანოს. ამას არ დავუშვებთ, დღეს ვიკრიბებით გმირთა მოედანზე და მივემართებით მსვლელობით პარლამენტისკენ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.