აფხაზეთის ომში დაღუპულთა საფლავები ვეტერანებმა და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ყვავილებით შეამკეს
აფხაზეთის ომში დაღუპულთა საფლავებს დღეს ვეტერანმებმა და პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს.
დიღმის ძმათა სასაფლაოსთან "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ყვავილებით შეამკეს გურამ გაბესკირიას საფლავი, საქართველოს ეროვნული გმირის, რომელმაც ბოევიკების მოთხოვნას, დაეჩოქა და ქართველებსთვის ეგინებინა ასე უპასუხა - არასდროს სანამ ცოცხალი ვარ.
დღეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ამ ტრაგიკულმა დრემ ძალიან ბევრი გმირი გააჩინა. ამ ძმატა სასაფლაოზე დაკრძალულია ის ხალხი, ვინც ბოლოს გამოვიდა სოხუმიდან და სოხუმს ბოლომდე არ ტოვებდა. ჩვენ ვდგავართ ახლა გურამ გაბესკირიას საფლავზე, გმირის, რომელსაც იარაღი მიადეს და უთრეს, ბოდიში მოეხადა, მაგრამ უპასუხა - არასდროს სანამ ცოცხალი ვარ", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.