საფრანგეთის სენატის რეზოლუცია საქართველოზე - კობახიძე ამბობს, რომ "ევროპულ ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია"
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ევროპულ ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია" და მისი მტკიცებით, სწორედ ამას მიანიშნებს რეზოლუცია, რომლის მიღებასაც საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ აპირებს.
"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ აღნიშნულ რეზოლუციაში, სადაც პირდაპირ არის საუბარი "ოცნების" ბოლოდროინდელ არადემოკრატიულ ქმედებებზე, "ტყუილები იწერება".
„ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში, პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში... ტრაგიკული მოვლენაა, ტრაგიკული მდგომარეობაა, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. თქვენ გახსოვთ თავის დროზე ევროკავშირის ყველა ელჩის დემარში, რომლითაც მივიდნენ ისინი იუსტიციის სამინისტროში, აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს კლავდა ხელისუფლება და ა.შ. თუმცა ძალიან მალე ყველაფერს მოეფინა ნათელი, ასეთივე რანგის ტყუილებთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი მიუთითებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე.“- განაცხადა კობახიძემ.
საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ინიცირებული დოკუმენტი მიუთითებს დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა ევროპული კურსს ჩამოშორდა, გაძლიერდა მოსკოვის გავლენა და დაიწყო რეპრესიები ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ვგმობთ საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ სვლას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისს მიმართ - ნათქვამია განცხადებაში