კადიროველი "ტიტუშკები" 4 ოქტომბრისთვის? - რას ყვება ეთნიკურად ჩეჩენი და რას ამტკიცებენ "ოცნებაში"

27.09.25 13:18
კადიროველი "ტიტუშკები" 4 ოქტომბრისთვის? - რას ყვება ეთნიკურად ჩეჩენი და რას ამტკიცებენ "ოცნებაში"

ჩეჩნეთის ძალოვანი უწყების თანამშრომლები თბილისში სპორტსმენის სტატუსით და საიდუმლო მისიით ჩამოდიან. ამის შესახებ სკანდალურ ინტერვიუს, ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, youtube- ზე მის საავტორო გადაცემაში აქვეყნებს. რესპოდენტი, რომელმაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობის გამხელა არ ისურვა ყვება, რომ
კადიროვის კონტროლის ქვეშ მყოფი ძალოვნები თბილისში,  MMA- ჩემპიონატის ფარგლებში ჩამოდიან რომელიც 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

"ამ პირბს უთხრეს, რომ საჭირო იქნება საქართველოს ხელისუფლების დაცვა, რომ ქართველები შეჯიბრშიც უნდა სცემონ და მიტინგებზეც" - ეუბნება ეთნიკურად ჩეჩენი  ჟურნალისტს.

ახმატის პოლიციის სპეცრაზმი, ახმატის ეგრეთწოდებული ომონი, რომლებიც ჩვენს კლუბებში ვარჯიშობენ აპირებენ საქართველოში შეჯიბრზე წასვლას. ეს შეჯიბრი 27 სექტებრიდან 3 ოქტომბრამდე ჩატარდება, მათ უთხრეს,  რომ ქართველი სპორტსმენები უნდა სცემონ და პროდასავლელი ქართველები მიტინგზე. გავიგე, რომ სპორტსმენები ოსეთიდან და დაღესტნიდანაც წავლენ.
უთხრეს, რომ საჭირო იქნება საქართველოს ხელისუფლების დაცვა, რომ ქართველები შეჯიბრშიც უნდა სცემონ და მიტინგებზეც .
მათ გადაუხდიან ხელფასებსა და დიდ პრემიებს  , უბრალოდ კადიროვისა და მოსკოვში მისი პატრონების ბრძანებებს ასრულებენ, ამისთვის ხელფასს იღებენ", - ამბობს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე 

ცნობისთვის,  საქართველოში 27 სექტმებრიდან სტარტს იღებს დიდი ტურნირი, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ. დღეს "პირველებმა" სპორტის მინისტრს, შალვა გოგოლაძეს დაუსვა კითხვა, არიან თუ არა ტურნირის მონაწილეებს შორის ჩეჩენი სპორტსმენები და იგეგმება თუ არა მათი მიტინგზე გამოყენება. 

არიან მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსული სპროტსმენები. მსოფლიოს 1000-ზე მეტი სპორტსმენია ჩამოსული და როგორ შეიძლება მე მათ ვიცნობდე. არავინ არავის დასარბევად არ არის ჩამოსული. არიან ჩამოსული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ და იასპარეზონ", - აცხადებს შალვა გოგოლაძე. 

ტურნირის ორგანიზატორი ირწმუნება, რომ ჩეჩნეთოდან არცერთი სპორტსმენი არ არის წარმოდგენილი. მისი მტკიცებით, არც რუსეთიდან იღებს ვინმე მონაწილეობას. 

ის, რომ ჩეჩნეთიდან არიან ჩამოსულები სპორტსმენები, რომლებიც უნდა გამოიყენონ აქციის მონაწილეებსი ცემისთვის, ეს არის ცრუ ინფორმაცია. სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. სპრტსმენები საქართველოდან 2 ოქტომბერს წავლენ", - ამბობს ორგანიზატორი. 

ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვები და კითხვები არსებობდა აქამდეც, მაშინ, როდესაც 2024 წლის გამართული აქცია დაარბიეს. ამ თემაზე თენგო გოგოტიშვილთან ვიდეო-ინტერვიშიც არის საუბარი. დღეს აღნიშნულის შესახებ "პირველებმა" კითხვები დაუსვა ირაკლი კობახიძესაც. და ჰკითხა, იგეგმება თუ არა ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების გამოყენება 4 ოქტომბერს აქციაზე. 

რა პასუხი აქვს კობახიძეს: 

„მართლა უნდა დასერიოზულდეთ [ჟურნალისტებს], რაღაცას უნდა დაემსგავსოთ, ასეთი არასერიოზული კითხვების დასმა უბრალოდ არ შეიძლება. რაც შეეხება სპორტულ ტურნირებს, ყველა სპორტულ ტურნირზე, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა მასპინძლობს, მას ევალება, უკლებლივ ყველა სპორტსმენი მიიღოს, რომელიც დაშვებულია შესაბამისი ფედერაციის მიერ. როცა საფრანგეთში ოლიმპიადა ჩატარდა, მასში ყველა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ სპორტსმენები, მათ შორის, რუსეთიდან. ჩვენ მაგალითად, ისეთი ქვეყნებიდან გვიწევს სპორტსმენების შემოშვება, რომლებიც არ გვაქვს აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტები ამას ითვალისწინებს. დანარჩენი, სერიოზული კითხვები დასვით, ასე არ შეიძლება“, - განაცხადა კობახიძემ.