"ნომერში ჩაიკეტა და სასტუმროს პერსონალს დაემუქრა" - რა მუხლით წარედგინა ბრალი „ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირს

27.09.25 14:38
"ნომერში ჩაიკეტა და სასტუმროს პერსონალს დაემუქრა" - რა მუხლით წარედგინა ბრალი „ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირს

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში დაკავებულ პირს (აშშ და საქართველოს ორმაგი მოქალაქე) ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით წარუდგინა, რაც ინვენტარის დაზიანებასს და მუქარას გულისმობს. 

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირი, რომელიც საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა,  5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის ნომერში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს აცხადებდა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სასტუმროს პერსონალს და ინვენტარი დააზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.