ალბათ, "ოცნების" მხრიდან ვიხილავთ განცხადებებს, რომ საფრანგეთის სენატი დაპყრობილია "დიფ სთეითის" მიერ - ჩეჩელაშვილი
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ საფრანგეთის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუციას "ოცნების" მხრიდან შემდეგი სახის განცხადებები მოჰყვება, რომ "საფრანგეთის სენატი დაპყრობილია "დიფ სთეითის" მიერ".
ჩეჩელაშვილის თქმით, სინამდვილეში სიტუაცია ბევრად მძიმეა და ეს რეზოლუცია და საფრანგეთის რეაქცია "ოცნების" ქმედებებზე კიდევ ერთი დასტურია, რომ "უფრო ღრმა კრიზისში შევდივარ სტრატეგიულ პარტნიორებთან".
ეს არის მეინსტრიმის გაგრძელება იმის, რომ პრაქტიკულად ყველა პარტნიორი ნათლად აყალიბებს საკუთარ პოზიციას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენ ვიხილავთ, რომელიმე "ქართული ოცნების" წარმომადგენლიდან გაკეთებულ განცხადებას, სადაც იქნება განცხადება, რომ საფრანგეთის სენატი არის დაპყრობილი "დიფ სთეითის" მიერ და ამიტომ აკეთებს ამისთანა განცხადებებს, მაგრამ რეალობაში საქმე არის რთულად და გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უფრო და უფრო ღრმა კრიზისში შევდივარ არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ კონქტექსტში, არამედ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან", - აცხადებს ჩეჩელაშვილი.
საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ინიცირებული დოკუმენტი მიუთითებს დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა ევროპული კურსს ჩამოშორდა, გაძლიერდა მოსკოვის გავლენა და დაიწყო რეპრესიები ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ვგმობთ საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ სვლას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისს მიმართ - ნათქვამია განცხადებაში.