"პროპაგანდას აუცილებლად გადავტეხთ" - სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს ახალციხეში დაარიგებენ

28.09.25 12:47
"პროპაგანდას აუცილებლად გადავტეხთ" - სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს ახალციხეში დაარიგებენ

პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა რეგიონებში გასვლითი შეხვედრებით გრძელდება. დღეს ახალციხეში სინდისის პატიმრების წერილებს მათი ოჯახის წევრები დაარიგებენ.

პროევროპული აქციების მონაწილეები დილიდან გაემგზავრნენ თბილისიდან. მათი თქმით, ისინი ეტაპობრივად მოივლიან ყველა რეგიონს, რათა ციხეში გამომწყვდეული აქტივისტების ხმა თითოეულ მოქალაქემდე მიიტანონ.

მიგვაქვს გაზეთები, აუცილებლად მოვივლით ქუჩებს, სავაჭრო ცენტრებს, თავისთავად ავტოსადგურს, ბაზრებს, ყველასთან მივიტანთ ობიექტურ ინფორმაციას. პროპაგანდა რასაც აწარმოებს , ხელისუფლება, ჩვენი პატიმრების და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, აუცილებლად გარდავტეხთ, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.