დატბორილი სახლები და ავტომობილები - ლაგოდეხში სტიქიას ებრძიან

28.09.25 13:34
დატბორილი სახლები და ავტომობილები - ლაგოდეხში სტიქიას ებრძიან

ძლიერი წვიმების შედეგად ლაგოდეხში მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალაქში უკვე შეიქმნა პურისა და საკვების დეფიციტი.

სამაშველო სამსახურები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მუშაობას აგრძელებენ.