პეტრიაშვილსა და ტალახაძეს ხაშურში "მონები" და "რუსები" ეძახეს
ხაშურში გამართულ შეხვედრას დღეს ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეებმა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს "რუსებო!" და "მონებო!" ეძახეს და ქვეყანაში არსებული ოლიგარქიული მმართველობა გააპროტესტეს. შეახსენეს უკანონო პატიმრებით სავსე ციხეებიც.
დაძაბული შეხვედრის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ სპორტსმენები გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.